პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია.
“საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია:
არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა;
მე უარი ვთქვი მომეწვია პირველი სესია, კონსტიტუცია კი არ ცნობს არავის ჩემს შემცვლელად;
ჩემი სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს, პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები