პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდა, სადაც დახვედრის ღონისძიება გაიმართა.
გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა, თუმცა ესპანეთთან 30 ივნიის მატჩი წააგო და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.
კომენტარები