საბერძნეთში, სალონიკში, კატის მკვლელობისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საჩივარი 18 ივნისს, თვითმხილველმა ახალგაზრდამ შეიტანა. საჩივრის შემდეგ, ქართველი პოლიციის განყოფილებაში, სადაც პროკურორის ბრძანებით დააკავეს, ნებაყოფლობით მივიდა.
33 წლის მამაკაცის წინააღმდეგ ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის გასასამართლებლად თესალონიკის ერთწევრიან სასჯელაღსრულების სასამართლოს გადაეცა.
კომენტარები