მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამგზავრო მატარებელი თოვლის გამო ზესტაფონთანაა გაჩერებული

სამგზავრო მატარებელი თოვლის გამო ზესტაფონთანაა გაჩერებული

სამგზავრო მატარებლები დიდთოვლობისა და უამინდობის გამო შეფერხებით გადაადგილდებიან. მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ 40 წუთია მატარებელი ზესტაფონთან, არგვეთშია გაჩერებული. მათივე თქმით, იგივე პრობლემა იყო გუშინაც.

“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები და რომ “მცირე დაგვიანებები” მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.

“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკოფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თოვლის გამო შეფერხებებია საავტომობილო გზებზეც, განსაკუთრებით, რიკოთის მონაკვეთში.

კომენტარები