მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამზადისი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრი იქნება

სამზადისი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრი იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენის გამოცდით დაიწყება. 26 ივლისს კი აბიტურიენტები გამოცდას ფიზიკაში ჩააბარებენ. გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი.

საგამოცდო პროცესი სტუდენტთა საგრანტო კონკურსით გაგრძელდება, გამოცდებისთვის დაახლოებით სამი ათასი აპლიკანტია რეგისტრირებული, მაგისტრანტობის მსურველთა რიცხვი კი 10 ათასს აჭარბებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდა 17-18 ივლისს ჩატარდება. პარალელურად ჩანიშნულია საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია, აქედან 3  ქუთაისში – 23-ე, მე-17 და 41-ე  სკოლებშია გაიხსნება.

კომენტარები