სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე ამჯერად ქუთაისში ჩავიდნენ. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმა შეასრულოს, რის გამოც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დიდი ერთობის შექმნა, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლურ ძალებს მოიყვანს.
შეხვედრას პარტიების რეგიონული წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ
კომენტარები