მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ბალახვანში,100-საფეხურიან კიბესთან მდებარე ფერდზე, სადაც კედარის ჯიშის ხეები იყო გაშენებული, გაჩეხილია.

არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წარმომადგენლები მწვანე სექტორის განადგურებას ვანდალიზმად მიიჩნევენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. ასევე, ამბობენ, რომ გაჩეხის შემდეგ ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გაჩეხილი ხეები ახლად აშენებული სასტუმროს, “ქუთაისი ინნ”-ის ეზოს მიმდებარედ არის. სასტუმროს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში მათ წერილობით უნდა მივმართოთ.

კომენტარები