მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა 500 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა 500 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისელი აქტივისტი არჩილ გეგენავა 500 ლარით დააჯარიმეს, მას წვრილმან ხულიგნობას, კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებიან.

შემთხვევა 2 მაისს მოხდა, როდესაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა, მათ შორის არჩილ გეგენავამ, მერიის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც მესხიშვილის თეატრში კონცერტს ესწრებოდნენ, სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.

სამოქალაქო აქტივისტმა ქალაქის მერს “უღირსი”, „მონა” და „მთხლე” უწოდა, რაზედაც 2 დღის შემდეგ, 4 მაისს, სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

არჩილ გეგენავას ადვოკატის ვალერი თევდორაძის თქმით, ოქმი ხალხის შეურაცხყოფაზეა შედგენილი, არადა აქტივისტი პოლიტიკური თანამდებობის კონკრეტულ პირს მიმართავდა.

კომენტარები