მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სამტრედიაში იუსტიციის სახლის მშენებლობაში მილიონები გაიფლანგა, თუმცა შენობა დღემდე დაუსრულებელია

სამტრედიაში იუსტიციის სახლის მშენებლობაში მილიონები გაიფლანგა, თუმცა შენობა დღემდე დაუსრულებელია

სამტრედიაში იუსტიციის სახლი, რომლის სამუშაოებიც ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო , ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია.

ადგილობრივებს უკვე დიდი ხანია, თვალითაც არ უნახავთ არც მუშები და არც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები.

ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია – ირკვევა, რომ მშენებელმა სამ ნახევარი მილიონიდან ავანსად მიღებული მილიონ 500 ათასი ლარი უკვე დახარჯა და ახლა მშენებლობის დასასრულებლად დამატებით მილიონ ლარამდეა საჭირო.

“ერთი თვეა აქ მე მუშა არ დამინახავს. არ ვიცი სად არიან, სამუშაოები მიტოვებულია. აგვისტოში უნდა დასრულებულიყო ამ სახლის მშენებლობა, მაგრამ ერთ თვეში თუ ესენი ამას დაასრულებენ ღმერთმა გაუმარჯოთ. იუსტიციის სახლი გვჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს”, – ამბობს ადგილობრივი ბეჟან ლეჟავა.

კომენტარები