მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი პატიმრობა რჩება

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი პატიმრობა რჩება

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი პატიმრობა რჩება.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, მათგან ერთს უშუალოდ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პროცესზე. დაკავებულების პროტესტი ბრალდების შუამდგომლობას მოყვა. დაკავებულები არ დაეთანხმნენ პროკურორის განცხადებას და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, როს გამოც ორ ბრალდებულს სხდომა იძულების წესით დაატოვებინეს.

ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების და მომავლის ალბათობა, დაცვის მხარის თქმით, ბრალდებულებს სამი დღის განმავლობაში არ დაუტოვებიათ მუნიციპალიტეტი.

2 აპრილს მომხდარ საქმეზე 5 პირია დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული – მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.

კომენტარები