მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

სამტრედიაში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა.

45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ის კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე მყოფები კი დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები