მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში მშობლები დაპირებული სკოლის მშენებლობის დაწყებას ითხოვენ

სამტრედიაში მშობლები დაპირებული სკოლის მშენებლობის დაწყებას ითხოვენ

სამტრედიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ყოფილი მე-4 საჯარო სკოლის მშობლები საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის დაწყებას ითხოვენ.

მშობლების განმარტებით, 4 წლის წინ ავარიული სკოლა იმ პირობით დაანგრიეს, რომ 2 წელიწადში ახალი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო დაწესებულება იქნებოდა, თუმცა ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

“ჩვენი შვილები სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში არიან შეხიზნულები, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები სკოლაში ვეღარ ეტევიან, გაკვეთილები 35 წუთამდე შეამცირეს. მოვითხოვოთ, შეასრულოს დაპირება და დაიწყოს სკოლის მშენებლობა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები