მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში ორსულმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

სამტრედიაში ორსულმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

იმერეთში ორსულმა ქალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში იმშობიარა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღადან სასწრაფო დახმარებას პაციენტი კლინიკა”ბომონდში” მიჰყავდა, თუმცა ჩვილი გზაში დაიბადა.

პაციენტს ვაჟი შეეძინა. მისი მშობიარობის მესამე პერიოდის მართვა უკვე “კლინიკა ბომონდში” მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონს წარსულში ჩატარებული ჰქონდა საკეისრო კვეთა. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ და მათ შესაბამისი მკურნალობა უგრძელდებათ.

კომენტარები