სამტრედიაში 60 წლის მამაკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
სოფელ იანეთში მცხოვრები დავით ჯიბაშვილი სამი დღის წინ მაშინ გაუჩინარდა, როდესაც პირუტყვს მწემსავდა.
მეუღლემ მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცს სახლში მისვლა დააგვიანდა. ნაპოვნია ჩანთა, რომლითაც დაკარგულს საგზალი დაჰქონდა.
დავით ჯიბაშვილს ოჯახში მეუღლე, ორი შვილი და დედა ჰყავს, რომელიც ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და დაკარგული შვილის შესახებ არაფერი იცის.
სამძებრო ოპერაციებში ოჯახთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.
კომენტარები