სამტრედიაში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ აქციაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ და „დროას“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინაში დღეს მთელი მსოფლიოს ბედი წყდება.
მათივე განცხადებით, უკრაინა ახლა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის და მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები