მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამტრედიაში 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს,  სამტრედიაში, ბრალდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით მეზობელს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები