სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-9 დღეა, 82 წლის თემურ შანიძეს ეძებენ.
მამაკაცი სახლიდან პირუტყვის მოსაძებნად გავიდა და აღარ გამოჩენილა.
დაკარგულის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მამაკაცი მოკლულია, ეჭვს კი სახლში დაბრუნებული ნაცემი ძაღლი ამძაფრებს.
მეუღლის თქმით, მას განზრახ არავინ მოკლავდა, თუმცა შესაძლოა, ვინმე შემთხვევით ავტომობილით დაეჯახა და გადამალა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
კომენტარები