სამტრედიის მერიამ მიმდინარე წლის 6 თვეში 35 324.30 ლარი საწვავი გახარჯა.
სამტრედიის მერიის საწვავის ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ გახარჯული იქნა 12255.60 ლიტრი საწვავი, აქედან 26253.11 ლარის ბენზინი – 9011.07 ლიტრი და 9071.19 ლარის დიზელის საწვავი – 3244.53 ლიტრი.
“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად, რაზე და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.
მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.
კომენტარები