მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სამტრედიის მერმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტში ბინის და 2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა

სამტრედიის მერმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტში ბინის და 2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა

“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა.

სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ 2022 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის მუნიციპალიტეტში 98 კვ.მ ბინის და 2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, თუმცა ეს ეწერა წინა წლის დეკლარაციაში.

ინფო იმერეთი” სამტრედიის მერს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქონების დამალვაზე არ უფიქრია და უბრალოდ უზუსტობა მოხდა, რომელიც უკვე გამოასწორა.

კომენტარები