მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამშენებლო კომპანიები ქუთაისში, რომლებიც სამუშაოებს რიგი დარღვევებით ან უკანონოდ აშენებენ – ჟურნალისტური გამოძიებების სერია იწყება

სამშენებლო კომპანიები ქუთაისში, რომლებიც სამუშაოებს რიგი დარღვევებით ან უკანონოდ აშენებენ – ჟურნალისტური გამოძიებების სერია იწყება

ქუთაისის მასშტაბით სამშენებლო კომპანიების ნაწილი სამუშაოებს უკანონოდ ახორციელებს.

ქალაქის მერიაში  შეტანილ განაცხადში უთითებენ სხვა პირობებს, თუმცა აშენებულ კორპუსებს სხვა სახე აქვთ მიღებული.

ჩვენი  ინფორმაციით, არის  შემთხვევები, როდესაც მერიაში შეტანილ განაცხადში,  ხელისუფლების გარკვეულ პირებთან ფარული შეთანხმების საფუძველზე, ე.წ. მექანიკური შეცდომის დაშვება ხდება, როდესაც დამკვეთი არ აკონკრეტებს სართულს და განცხადებაში უთითებს, რომ მრავალბინიანი შენობის აშენება სურს. ამ დროს კი მშენებარე კომპანია, ამ შეგნებული ე.წ. შეცდომით სარგებლობს და იმაზე მაღალ შენობას  აშენებს, ვიდრე ეს მას ეკუთვნის.

გამოძიებების სერიას ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე და ადვოკატი ლედი ტუკვაძე იწყებენ.

საინფორმაციო სააგენტოს დაუკავშირდა ანონიმური წყარო და იმ კომპანიების ჩამონათვალი მიაწოდა, რომლებიც სამუშაოებს რიგი დარღვევებით, ან უკანონოდ აშენებენ. არის ისეთი კორპუსები, რომლებსაც უკანონოდ რამდენიმე სართული, პროექტის გარეშეა დაშენებული.

“ინფო იმერეთი” იწყებს ჟურნალისტური გამოძიებების სერიას, გამოვავლენთ ყველა დამრღვევ კომპანიას და ასევე მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც მშენებარე კომპანიებთან ფარულ გარიგებებში არიან შესული.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

კომენტარები