გუშინ მდინარე წყალწითელაში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაღუპული მარიამ ზვიადაძე დღეს 19 წლის გახდებოდა.
“მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამი ავარიას უმნიშვნელო დაზიანებებით გადაურჩნენ.
“ერთ მათგანს მეუღლე ჰყავდა ორსულად. მუცელი რომ ასტკივდა, მოაკითხა მეგობარმა და წაიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა, მეზობლები და კარგი მეგობრები იყვნენ. სამშობიაროდან, რომ მოდიოდნენ მაგ დროს გადავარდნენ ხიდიდან. მძღოლი იყო ნასვამი, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია. მძიმე დაზიანებები არ მიუღია კიდევ ორ მგზავრს.
გარდაცვლილი გოგონა დღეს გახდებოდა 19 წლის… ავარიისას ის ცოცხალი იყო, მანქანაში ჰქონდა ხელი მოყოლილი, ამიტომ ვერ მოხდა დროულად მისი გამოყვანა, რის შედეგადაც დაიღუპა.
გარდაცვლილი ბიჭი კი 18 წლის იყო. დედისერთა, ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში“, – აცხადებს შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი.
ავტოავარია ქუთაისის გასასვლელში 21 დეკემბრის დილას მოხდა.
კომენტარები