მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სამ მოსახლეს სახლი დაგვეწვა იმის გამო, რომ სახანძრომ აქამდე მოსვლა ვერ მოახერხა”

“სამ მოსახლეს სახლი დაგვეწვა იმის გამო, რომ სახანძრომ აქამდე მოსვლა ვერ მოახერხა”

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

“გარდა უგზოობისა, ამ მოსახლეობას 21-ე საუკუნეში ელექტროენერგიის, გაზის წყლისა და წყალანირების პრობლემა აქვს. ჩვენი მისიაა ქუთაისის ნებისმიერი უბნის მაცხოვრებელს ჰქონდეს ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობები”, – განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ

“სამ მოსახლეს სახლი იმიტომ დაგვეწვა, რომ სახანძრომ აქამდე მოსვლა ვერ მოახერხა. სასწრაფო და სხვა დახმარებაზე საუბარი აღარ გვაქვს. შეშას დიდი გაჭირვებით ვშოულობთ და ამ გზაზე სავსე გაზის ბალონით სიარული, განსაკუთრებით ზამთარში რა სირთულეებთანაცაა დაკავშირებული თქვენ თვითონ ნახეთ”, – ამბობს ე.წ წერეთლის დაჩების ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

კომენტარები