ქალაქმა მეზონ-ალფორმა ხმლით გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატი კიდევ ერთხელ ფარიკაობის კლუბმა “ორლეანმა” მოიგო, რომლის ლიდერი მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა.
ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე, ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2022/23 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა და საპატიო პრიზი გადაეცა.
სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.
კომენტარები