მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ქუთაისელმა სპორტსმენმა დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო.

აღსანიშნავია, რომ შარშან ტუნისის გრან-პრი სანდრო ბაზაძის გამარჯვებით დასრულდა.

სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლებში კაცებს შორის ხმლით ფარიკაობაში საპატიო პრიზის მფლობელია. ის პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.

 

კომენტარები