მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სარეველა ბალახი, ჟანგმოდებული ლამპიონი და ხავსმოდებული ღობე, ქუთაისის მერიამ ქალაქის სავიზიტო ბარათიც ვერ მოაწესრიგა”

“სარეველა ბალახი, ჟანგმოდებული ლამპიონი და ხავსმოდებული ღობე, ქუთაისის მერიამ ქალაქის სავიზიტო ბარათიც ვერ მოაწესრიგა”

სარეველა ბალახი ტროტუარზე, ჟანგმოდებული ლამპიონი, ხავსმოდებული ღობე და მოუპირკეთებელი ხიდის საფარი – ასეთი სურათი ხვდება ქუთაისელებსა და ადგილზე მისულ ტურისტებს აყვავებულ ხე-მცენარე “მაგნოლიასთან”.

ადგილობრივების თქმით, როცა ხელისუფლებამ იცის, რომ წელიწადის ამ დროს ადგილზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი მიდის და ფოტოებს სოციალურ ქსელში ანთავსებს, ქუთაისის მერიას პერიმეტრი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს.

“ჩვენი ფოტოგრაფებს აყვავებული მცენარე და მიმდებარე ტერიტორია ლამაზად და შთამბეჭდავად კი გამოჰყავთ, მაგრამ ადგილზე უამრავი ნიუანსია, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. ყოველდღე, რომ ასეულობით ადამიანი ადგილზე ფოტოს იღებს და ტროტუარზე ბალახია ამოსული და ლამპიონს ჟანგი აქვს მოდებული, უხერხული არ არის?” – აცხადებს ადგილობრივი.

ქუთაისში წელიწადის ამ დროს, წითელ ხიდზე ხალხმრავლობაა, ადამიანები აყვავილებულ მცენარესთან ფოტოსესიას აწყობენ.

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარები