მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სასწრაფო დახმარების ბრიგადები ქუთაისის მერიასთან აქციას მართავენ

სასწრაფო დახმარების ბრიგადები ქუთაისის მერიასთან აქციას მართავენ

სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადები ქუთაისის მერიასთან აქციას მართავენ.

ისინი ქუთაისის სასწრაფოს მენეჯერის მაია რუხაძის თანამდებობიდან გაათავისუფლებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მუშაობას არ შეწყვეტენ და გამოძახებებზე ქალაქის მერიიდან გავლენ, თუმცა არ დაიშლებიან, ვიდრე მაია რუხაძე თანამდებობაზე არ დაბრუნდება.

“მერიის შენობასთან ზუსტად იმიტომ მოვედით, რომ ქუთაისის მერიამ და ქუთაისმა იცის ზუსტად, როგორ შრომობს სასწრაფო თავისი არაჩვეულებრივი მენეჯერის ხელმძღვანელობით. ჩვენ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვაპროტესტებთ ჩვენი მენეჯერის უსაფუძვლოდ სამსახურიდან გათავისუფლებას, გთხოვთ მოგვეცით საშუალება ისევ ვიყოთ ხალხის სამსახურში”, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

კომენტარები