მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ქუთაისის მედიას შეხვდნენ

“საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ქუთაისის მედიას შეხვდნენ

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატი ბადრი კაპეტივაძე ქუთაისის მედიას შეხვდნენ.

მერობის კანდიდატმა მის წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და ქალაქის მოქმედი ხელისუფლების მმართველობა გააკრიტიკა.

გიორგი გოგუაძის თქმით, ქუთაისის ბიუჯეტი ქალაქის გამოწვევებს ვერ პასუხობს.

მან ასევე პარლამენტის ყოფილ შენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ სივრცეში საერთაშორისო მართლმსაჯულების სკოლა უნდა მოეწყოს.

“ქუთაისს სჭირდება სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე ბიუროკრატიული მმართველობა. ქუთაისის ბიუჯეტი არ პასუხობს ქალაქის გამოწვევებს. რაც კეთდება, ისიც უხარისხოდ არის შესრულებული. უფუნქციოდ დარჩენილი მიტოვებული შენობების პრივატიზაცია უნდა მოხდეს. ასევე პარლამენტის ყოფილ შენობაში საერთაშორისო მართლმსაჯულების სკოლა უნდა გაიხსნას”, – განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ.

კომენტარები