საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა.
ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი მადლობით დახვდა.
დღეს, 21:30 საათზე, ეროვნული ნაკრების ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით და თავისუფლების მოედანზე მივა, სადაც 22:00 საათზე ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია დაიწყება.
კომენტარები