საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის A ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავს.
ეროვნული ნაკრების მეტოქე, ჩეხეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე, 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში ერთხელ შეხვდა – ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა 22 ივნისს ჰამბურგში 1:1 დაასრულა.
კომენტარები