საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2) ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – დამარცხებული პლეიოფში გასვლის შანსს საგრძნობლად შეიმცირებს.
შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები