მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

„საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს“ — NDI

„საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს“ — NDI

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ, გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია.

წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. კვლევის ავტორების თქმით, მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ემიგრაციაში წასვლას ყველაზე მეტად 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში განიხილავენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ემიგრაციაში წასვლაზე გამოკითხულთა 29% ფიქრობს, 35-54 ასაკობრივ კატეგორიაში კი — 26%.

 

კომენტარები