მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე”

“საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე”

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინც ცდილობდა ჩვენ განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.

“დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირ ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათა ღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს, აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინც ცდილობდა ჩვენ განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და პირველ რიგში თქვენ ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას, იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი, მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა”,  – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება.

კომენტარები