მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმაღლესი ხარისხით”

“საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმაღლესი ხარისხით”

თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა. თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივე, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45% აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

“თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნები მაგალითად, როგორ ტარდებოდა. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს ამ ყუთებში. არა თუ დარღვეული იყო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა მოლდოვაში. ვინმეს განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით?

რაც შეეხება საქართველოს, არაფერი მასობრივად არ დარღვეულა, ISFED-მა დაადგინა, თუ არ ვცდები, 25 შემთხვევა ხმის ფარულობის დარღვევის, 25-ზე მეტი ვერ დაადგინა. როდესაც ამომრჩეველი წესების დაცვით აძლევდა ხმას და მუშაობდა აპარატთან, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ირღვეოდა ხმის ფარულობა. როდესაც შენ თვითონ არასწორად აძლევ ხმას და ასეთი 25 შემთხვევა დააფიქსირა ცესკომ, ეს როგორ შეიძლება არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრის რაიმე, თუნდაც საბაბად გამოდგეს. ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა, თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა, პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ ხომ ხედავდით, პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები, იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ახასიათებს ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როდესაც 3 000 უბანი იხსნება. თქვენ რომ შეადაროთ საქართველოს და მოლდოვის, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით, ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდავური და ვიდრე ამერიკული არჩევნები“, –  განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები