ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა.
„ფაიზერის“ ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.
„სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ აცრილთათვის კი ბუსტერ დოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.
ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
საქართველოში აცრა „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ფაიზერის“ ვაქცინებითაა შესაძლებელი.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
კომენტარები