მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში ხახვი გაძვირდა – ექსპერტები ფასის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ

საქართველოში ხახვი გაძვირდა – ექსპერტები ფასის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ

საქართველოში ხახვზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

ბითუმად კილოგრამის ფასი 4 ლარიდან იწყება, დახლებზე კი ხახვის ფასი 5-7 ლარს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ხახვი 2023 წლის მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტი ღირდა.

საქართველომ 2023 წლის პირველ კვარტალში 2,7 მილიონი დოლარის 7220 ტონა ხახვი შემოიტანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 7744 ტონა იყო, თუმცა მისი ფასი 2,4 მილიონ დოლარს შეადგენდა რაც იმაზე მიუთიტებს, რომ იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.

საქსტატის სხვადასხვა პერიოდის მონაცემებით, ხახვის იმპორტისთვის ყოველწლიურად საქართველოდან ათეულობით მილიონი დოლარი გადის. ძირითადი მომწოდებელი თურქეთი იყო, მაგრამ ანკარამ 2022 წლის ნოემბერში ხახვის ექსპორტი აკრძალა, რის შემდეგაც იმპორტიორებმა ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყეს. ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე ასევე რუსული ხახვი იყიდება.

კომენტარები