მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება

ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათს გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.

კომენტარები