ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხათუნა არველაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია არასოდეს იქნება.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში რუსული ოცნება არასოდეს ახდება.
“საქართველო არასოდეს იქნება რუსეთის გუბერნია. საქართველო არასოდეს იქნება პატრიოტი ქართველების გარეშე. არასოდეს ახდება რუსული ოცნება ჩვენს სახელმწიფოში”, – აცხადებს ხათუნა არველაძე.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა გადაწყვეტილება მეორე დღესვე შეცვალა.
პარლამენტში დღეს ამ თემაზე ოპოზიციამ დებატები მოითხოვა, რასაც “ქართული ოცნების” უარი და შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია დააანონსა.
კომენტარები