მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საქართველო დასაბამიდან და ისტორიულად ევროპაა”

“საქართველო დასაბამიდან და ისტორიულად ევროპაა”

ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუტის მინიჭებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო დასაბამიდან და ისტორიულად ევროპაა.

“საქართველო დასაბამიდან და ისტორიულად ევროპაა, იმიტომ, რომ ჩვენს ისტორიაში არსებობს მოცემულობები:

ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომის იმპერიის, მაშასადამე ევროპულ სივრცეს ქართველები იცავდნენ

ჩრდილოკავკასიელ მომთაბარე ტომთა შემოსევებისაგან და ქართლი და კოლხეთი ერთგვარი ზღუდე იყო რომაულ-ევროპული სამყაროსთვის, რომელიც ოფიციალურად ამყარებდა ამ იმედს ქართველებსა და ქართულ სახელმწიფოებზე

კოლხები და ძველბერძნული სამყარო

ქართლის სამეფოსა და რომის იმპერიის თანასწორუფლებიანი ურთიერთობა (იმპერატორ ანტონინუს პიუსის მიწვევით ფარსმან მეორის ტრიუმფალური ვიზიტი რომში და იქ ქართველი მეფის ძეგლის აღმართვა)
ჯვაროსნების ბრძოლა დიდგორის ბრძოლაში

იერუსალიმის ჯვაროსნულ-ევროპული სამეფოს მეფის, ბალდუინ მეორის საიდუმლო ვიზიტი საქართველოში დავით აღმაშენებელთან (იოანე ბატონიშვილის ცნობით)

გელათის აკადემიაში სასწავლო საგნების დასავლეთ ევროპული სტილი

მე-12 საუკუნის გელათის ღვთისმშობლის დიდებული მოზაიკა და შოთას “ვეფხისტყაოსანი” – ევროპული რენესანსის საწყისი

ევროპაში ყველაზე ადრე დაბადებული იდეა წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის შესახებ (თამარის მეფობისას)

რომის პაპებსა და საქართველოს მეფეებს შორის აქტიური მიმოწერა და ამ მხრივ არსებული მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა

1330 წელს კათოლიკური საეპისკოპოსოს გადმოტანა (დაარსება) თბილისში

საგანგებოდ წარმოგზავნილი ევროპელი ელჩის, ლუდოვიკო ბოლონიელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის მეფეზეც რომის პაპი ამყარებდა იმედს, რომ ის (საქართველოს მეფე) იქნებოდა ოსმალთაგან ბიზანტიის გათავისუფლების ერთ-ერთი მოთავე და იქვე ქართველი ელჩობის საპასუხო ოფიციალური ვიზიტი ევროპაში, დასავლეთ ევროპელ მმართველებთან

სულხან-საბას ვიზიტი დასავლეთ ევროპაში, არც თუ მთლად წარუმატებელი (დღევანდელი გადასახედიდან)
პირველი ქართული წიგნის დასავლეთ ევროპაში დაბეჭდვა

ერეკლე მეორის ორგზისი ოფიციალური მცდელობა 1781 წელს საქართველოს დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირის შეკვრისათვის

ილია ჭავჭავაძის მთელი მოღვაწეობა

ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ საქართველოს ეკლესიის მიერ ევროპაში საგანგებოდ სასწავლებლად წარგზავნილი არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, რომელსაც საქართველოს ეკლესიისთვის გაჯანსაღების ახალი ტალღა ევროპული განათლებით უნდა მოეტანა

რომის პაპისა და კენტერბერიის არქიეპისკოპოსის აქტიური მოწოდებების შედეგად დახვრეტას გადარჩენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დასავლეთ ევროპაში გატანით გადარჩენილი ქართული ეროვნული შეუფასებელი საგანძური

ქართველი სამხედრო პირების (გმირების) დიდძალი მსხვერპლი სამშვიდობო მისიებში ევროპისა და მთელი მსოფლიოს მშვიდობისათვის”, – წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

კომენტარები