მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი”

“საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს.

მისივე ცნობით, ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

“ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58.

რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ყაზახეთში მასობრივი არეულობის ფონზე, ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები