მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქსტატი – საქართველოში 219 700 უმუშევარია

საქსტატი – საქართველოში 219 700 უმუშევარია

საქართველოში 219 700 უმუშევარია, – ამის შესახებ მონაცემები მოცემულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო ძალის მაჩვენებლებში. ამ მაჩვენებლების თანახმად 2024 წლის პირველ კვარტალში 228 600 უმუშევარი იყო.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.9 პროცენტს და 15.9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატი მონაცემების თანახმად, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.

 

კომენტარები