ქუთაისში მცხოვრებლები, ზაფხულის მიუხედავად ქალაქში, ღამის საათებში ტრანსპორტის სიმცირეზე საუბრობენ.
ადგილობრივების თქმით, საღამოს 10 საათის შემდეგ ქუთაისში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.
“ქუთაისის მერიავ, საღამოს 10-ის ნახევრის შემდეგ არანაირი ტრანსპორტი რომ არ მოძრაობს, დისკომფორტს არ გიქმნით? თუ თქვენ არ გიქმნით მოსახლეობას გვაწუხებს ეს ფაქტი.
ერთი ან ორი დიდი “წრიულის” ავტობუსი საკმარისი იქნება ღამის 12 საათამდე რომ მუშაობდეს. ზუსტად ეს არის წახალისება იმის, რომ 9 საათის შემდეგ ქალაქი იძინებს და საინტერესო არაფერი აღარ ხდება”, – ამბობს ადგილობრივი ირაკლი მატარიძე.
კომენტარები