რიკოთზე მოძრაობა პარალიზებულია – ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფეისბუკჯგუფში ვრცელდება. მოქალაქეები წერენ, რომ მიწის მასის ჩამოშლის გამო მანქანებს უკან აბრუნებენ.
როგორც “ინფო იმერეთს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მეწყრული პროცესები არ განვითარებულა და წვიმის შედეგად ჩამოსული ტალახის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, მოძრაობა მალე აღდგება.
კომენტარები