მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საშინელი ხმა იყო, ერთ-ერთმა მანქანამ არასწორი მანევრი გააკეთა” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

“საშინელი ხმა იყო, ერთ-ერთმა მანქანამ არასწორი მანევრი გააკეთა” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ერთმა პირმა შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო.

“საშინელი ხმა იყო, ერთ-ერთმა მანქანამ არასწორი მანევრი გააკეთა. საბედნიეროდ, “აირბაგები” გაიხსნა და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანება. სასწრაფომ და სამაშველომ პოლიციას ადგილზე მისვლა მიასწრო”, – აცხადებს თვითმხილველი.

კომენტარები