ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში, ახალი დარკვეთის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
ადგილობრივების თქმით, ისინი რამდენიმე დღეა, სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი.
“საშინელ მდგომარეობაში ვართ, წყალი არ გვაქვს. აგვისტოში რომ წყალი არ გექნება, რაზე უნდა ვისაუბროთ. ვითხოვთ დახმარებას, უყურადღებოდ ვართ დარჩენილი, არავინ ფიქრობს პრობლემის მოგვარებას”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები