ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკის 100-მდე მედპერსონალმა პრესკონფერენცია გამართა.
კლინიკის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და არსებული დავალიანების გახადას მოითხოვენ. ამასთან, არასათანადო პირობებს და სამუშაო საათების შემცირდას აპროტესტებენ.
მათი თქმით, საათების შემცირების გამო მინიმალურ ხელფასზე უწევთ მუშაობა და არსებულ ხელფასსაც დაგვიანებით იღებენ.
კლინიკის მოთხოვნები დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა გააჟღერა, მათი ინფორმაციით, მედპერსონალი სამართლებრივ დავას გეგმავს.
“ექიმებს იანვრის ხელფასი დღეს აიღეს. საშინელ პირობებში გვიხდება მუშაობა, ისედაც დაბალი ხელფასია და რაც გვეკუთვის იმასაც აგვიანებენ”, – ამბობენ მედიკოსები.
კომენტარები