საჩხერეში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა – მდინარე ყვირილას ხეობაში მცხოვრები ადამიანები, ჭალა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა მათთან შეუთანხმებლად მოხდა. მათივე თქმით, მიწები გაუყიდეს და სოფელში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
აქციის მონაწილეები ასევე ვარაუდობენ, რომ ადგილზე სამუშაოები სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობას.
“ჰესის მშენებლობის ნებართვა, რომელიც პირდაპირ მოსახლეობაშია, ეს მინია თუ მაქსი ჰესი, მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ არ გვინდა, რადგან [ჰესი მოსახლეობაში შენდება], ეს არის ჩვენი ძირითად პროტესტი.. უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, ამაზე არც არავინ გვესაუბრა”, – აცხადებს ერთ-ერთ ადგილობრივი.
მოსახლეობის თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო და თუ ხელისუფლება მშენებლობის ნებართვას უკან არ გამოითხოვს, უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
კომენტარები