საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესწავლა და კომპანიის წარმომადგენლები თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან საჩხერეში, სტიქიის მიერ მიყენებული დაზიანების აღმოსაფხვრელად დამატებითი ჯგუფები იყო გაგზავნილი, გარდაცვლილი ერთ-ერთი მათგანია.
გარდაცვლილი 48 წლის შალვა ხატიაშვილი. მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები