მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 17 წლისაა

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 17 წლისაა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იუბილარია.

სკოლის იუბილეს წინ უძღოდა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი, რომელიც ოთხი კვირის განმავლობაში ჯერ აბულის სამთო სასროლეთზე, შემდეგ კი გუდაურში მიმდინარეობდა.

სკოლის იუბილე და კურსის გამოშვების ცერემონიალი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით დასრულდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მსოფლიოში აკრედიტებული პარტნიორობა მშვიდობისათვის ცენტრებს შორის ერთადერთია სამთო მიმართულებით და აქტიურად ახორციელებს უცხოელი სამხედროების მომზადება-გადამზადებას.

კომენტარები