საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებიც კომპანია GM-სგან დანგრეული სახლებისა და საცხოვრებელი გარემოს ნაცვლად ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ, მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა.
ამავდროულად, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროტესტის გამო დიდი ხანი მუშაობის შეწყვეტა მოუხდათ და მოსახლეობისგან 6 მილიონ ლარამდე თანხას ითხოვს.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ჭიათურაში პოლიციაც და სასამართლოც კერძო კომპანიის ინტერესებს ემსახურება და ეს გადაწყვეტილებაც ამის დასტურია.
შუქრუთში მოსახლეობის პროტესტი 150 დღეზე მეტია, გრძელდება და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საპროტესტო კარავი ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაინაცვლებს.
კომენტარები