ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. #3ა-ში მცხოვრებლების თქმით, ეზოში გამხმარი ხე დგას, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივების თქმით, წლებია, ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
“სიკვდილისთვის გვიმეტებენ. მერე კარგად დაწერენ პოსტებს. ნეტა რამდენს გადაუხდიან ოჯახს თითოეული დაღუპული წევრისთვის. დაახლოებით 4 წელია, ამ ხის მოჭრაზე მიდის ლაპარაკი, არაერთი წერილით მივმართეთ მუნიციპალიტეტს.
სადღაც 2 წლის წინ მოვიდნენ, გადაბელეს და ასეთ მდგომარეობაში დატოვეს. ზაფხულზე წერილის საფუძველზე ნახეს და თქვეს, რომ გამხმარია და მოსაჭრელიაო. გაზის მილები გადის მთელ პერიმეტრზე, ქარის დროს საოცრად მოძრაობს, რომ მოტყდეს აგვწევს ჰაერში. ხის ფესვები მუდმივად აზიანებს კანალიზაციას, რამდენჯერმე მოგვიწია შესაბამისი სამსახურის გამოძახება. არჩევნების მოახლოება მაინც როგორ არ შეგვეხო? ტრაგედიის გარეშე ცხოვრება არ გვეხერხება ხომ? ერთ დიდ დრამად რატომ გვიქციეთ ცხოვრება? ყველანაირად გხვდით სულს, დაბეჩავებული, გასაცოდავებულია მთელი საზოგადოება.
ილია ჭავჭავაძის გამზირი 3 ა”, – წერს სოციალურ ქსელში ნანი მოწონელიძე.
კომენტარები